ეს რეცეპტი არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი – ხშირად ვამზადებ და ყოველთვის საოცრად გემრიელი გამოდის!

ინგრედიენტები
🥛 რძე - 250 მლ
🍬 შაქარი - 250 გ
🥄 მაწონი (გაწურული) - 1 სკ
🥚 კვერცხი - 4 ცალი
🧈 კარაქი - 125 გ
🧂 მარილი - 0.5 ჩკ
🍇 ქიშმიში - 150 გ
🍷 ბრენდი - 2 სკ
🌾 ფქვილი - 800 გ
🌿 მშრალი საფუარი - 3 სკ
🌰 დაფქული ჯავზი - 1 სკ
🌿 დაფქული ილი - 1 სკ
🛢️ ზეთი - 0.5 ჭიქა
🍋 ლიმონის ცედრა - 1 სკ
მომზადების წესი
-
პირველ რიგში, მოვამზადოთ ცომის ხაში: 3 ს.კ. ფქვილში ავურიოთ საფუარი, მერე დავასხათ თბილი რძე, რომელშიც წინასწარ გავხსენით 1 ს.კ. შაქარი. თანდათან ფქვილი დავამატოთ და დავამზადოთ არაჟნის სისქის მასა. გადავაფაროთ ხელსახოცით და დავდგათ ასაფუებლად.
-
როცა ცომის ხაში აფუვდება, კარაქი, მარილი და შაქარი ავურიოთ და შევურიოთ კვერცხი, გაწურული მაწონი, ლიმონის ცედრა და სანელებლები.
-
ცომში შევურიოთ გაცელილი მასა და დავამატოთ ფქვილი, რათა მივიღოთ ნაზი, მაგრამ კარგად შეკრული ცომი. თუ საჭირო იქნება, ფქვილი შეიძლება ცოტა მეტი დავამატოთ.
-
ცომი დავდოთ თბილ ადგილას და დავტოვოთ, რომ აფუვდეს. ქიშმიშს დავასხათ ბრენდი და დავდგათ, რომ გაუჯდეს.
-
როცა ცომი აფუვდება, ზეთიანი ხელებით ორჯერ ჩავზილოთ და დავტოვოთ ისევ ასაფუებლად. მესამედ რომ აფუვდება, შევურიოთ ქიშმიში (წინასწარ გავრეცხოთ და გავაშროთ, ცოტათი ფქვილში გავზელოთ).
-
ცომი ჩავდოთ ცხიმწასმულ ფორმებში 2/3 სიმაღლეზე და დავტოვოთ თბილ ადგილას.
-
როცა ცომი ფორმებში კარგად აფუვდება, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.