რეკლამა
რეცეპტები » ცივი კერძები » "ეს არის უგემრიელესი დესერტი, რომლის მომზადებაც აუცილებლად უნდა სცადოთ!" - მარწყვის დესერტი მოხარშული კრემით

"ეს არის უგემრიელესი დესერტი, რომლის მომზადებაც აუცილებლად უნდა სცადოთ!" - მარწყვის დესერტი მოხარშული კრემით

0
"ეს არის უგემრიელესი დესერტი, რომლის მომზადებაც აუცილებლად უნდა სცადოთ!" - მარწყვის დესერტი მოხარშული კრემით

ინგრედიენტები

  • ფხვიერი ნამცხვარი, ქარხნული - 120 გ
  • დაჭრილი მარწყვი - 1.5 ჭიქა + ცოტაოდენი სერვირებისთვის 300 მლ რძე
  • კარაქი - 50 გ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • სახამებელი - 30 გ
  • შაქარი - 90 ან 100 გ
  • ვანილი
  • მარილი
  • ბრენდი - 1 სკ
  • პიტნა - 4 ფოთოლი

მომზადების წესი

კვერცხი, შაქარი და სახამებელი სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ ცოტა რძე და სათქვეფელით ავთქვიფოთ ერთგვაროვნებამდე, თანდათან ვამატოთ დანარჩენი რძე და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე. კრემი ვხარშოთ და გამუდმებით ვურიოთ, ვადუღოთ 3-5 წუთი, შემდეგ შევურიოთ მარილი და გავაცივოთ ოთახის ტემპერატურაზე. ამასობაში ფხვიერი ნამცხვარი დავფხვნათ. გაცივებულ კრემს შევათქვიფოთ დარბილებული კარაქი, ვანილი და ბრენდი. ფხვიერი ნამცხვარი, ბრენდი და მარწყვი მინის ფუჟერებში ფენა-ფენა მოვათავსოთ. გავაფორმოთ მარწყვით და პიტნის ფოთლებით, შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათით, რომ გაცივდეს.

ავტორი: admin | 10-04-2025, 14:49
ნახვები: 483
  პრობლემაა? შეატყობინე ადმინს!  
პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ ვებ-გვერდზე შემოსული ხართ როგორც სტუმარი. გირჩევთ რეგისტრაციას ან სისტემაში შესვლას
კომენტარის დამატება
თქვენი სახელი: *
თქვენი e-mail: *
კოდი: კოდის განახლება
შეიყვანეთ კოდი: