"სულ რაღაც 15 წუთი და ეს უგემრიელესი სალათაც მზადაა!" - კუსკუსის სალათა
0

ინგრედიენტები
- კუსკუსი - 1 ჭიქა
- კიტრი - 1 ცალი
- ბულგარული წიწაკა - 1 ც, პატარა
- ზეთისხილი - 6 ან 7 ცალი
- ფეტა - 100 გ
- ზეითუნის ზეთი - 2 სკ
- ოხრახუში - 3 ან 4 ღერი
- მარილი
მომზადების წესი
1 ჭ. კუსკუსს დავასხათ 2 ჭ. მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 15 წუთი.კიტრი, ფეტა და ბულგარული წიწაკა დავჭრათ პატარა კუბებად. დავუმატოთ ზეთისხილი, ზეითუნის ზეთი, მარილი და დაჭრილი ოხრახუში. ბოლოს, ეს ყველაფერი შევურიოთ კუსკუსს.
პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ ვებ-გვერდზე შემოსული ხართ როგორც სტუმარი.
გირჩევთ რეგისტრაციას ან სისტემაში შესვლას