"თუ განსხვავებული გემოები გიყვართ, მაშინ ეს სალათა აუცილებლად მოამზადეთ!" - ნიახურისა და ვაშლის სალათის რეცეპტი
0

ინგრედიენტები
- ნიახური - 4 ღერი
- ვაშლი - 1 ცალი, მოზრდილი
- რიკოტა ან ნადუღი - 100 გ
- ნიგოზი - 35 გ
- ლიმონის წვენი - 2 სკ
- ზეითუნის ზეთი - 2 სკ
- მარილი
- პილპილი
- დიჟონის მდოგვი - 1 სკ
მომზადების წესი
ნიახური დავჭრათ კუბებად. შუაზე გაჭრილ ვაშლს ამოვუღოთ გული და თხლად დავჭრათ. ნადუღში ან რიკოტაში შევურიოთ მწიკვი მარილი და პატარა გუნდები გავაკეთოთ. ნიგოზი დავტეხოთ. შეგვიძლია წინასწარ მსუბუქად მოვხალოთ. ლიმონის წვენი, ზეთი, მწიკვი მარილი, პილპილი და მდოგვი ავურიოთ. ყველა ინგრედიენტი ერთად მოვათავსოთ ჭურჭელში და მომზადებისთანავე მივირთვათ.
პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ ვებ-გვერდზე შემოსული ხართ როგორც სტუმარი.
გირჩევთ რეგისტრაციას ან სისტემაში შესვლას