"სულ ასე ვამზადებ და სასწაულად გემრიელი გამოდის და თან ძალიან მარტივად მზადდება!" - ლიმონისა და ჯანჯაფილის კექსი
0

ინგრედიენტები
- კვერცხი - 4 ცალი
- ფქვილი - 250 გ
- შაქარი - 200 გ
- არაჟანი - 4 სკ
- ვანილი
- გამაფხვიერებელი - 1 სკ
- ლიმონი - 1 ცალი
- ჯანჯაფილი, ნედლი - 1 ჩკ, გახეხილი
მომზადების წესი
კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილას დავაყაროთ მწიკვი მარილი და ავთქვიფოთ ბეზეს მიღებამდე. გულების და შაქრისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავუმატოთ არაჟანი და დავაცრათ მშრალი ინგრედიენტები. ბოლოს დავუმატოთ დაბლენდერებული ლიმონი და ჯანჯაფილი.
პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ ვებ-გვერდზე შემოსული ხართ როგორც სტუმარი.
გირჩევთ რეგისტრაციას ან სისტემაში შესვლას