"ნაცადი რეცეპტია! გაითვალისწინეთ, ბრაუნის მოსამზადებლად მაღალი ხარისხის შავი შოკოლადი უნდა გამოიყენოთ საუკეთესო შედეგის მისაღებად..." - ბრაუნის რეცეპტი მიწისთხილით
0

ინგრედიენტები
- შავი შოკოლადი - 30 გ
- კარაქი - 200 გ
- კაკაო - 4 სკ
- შაქარი - 350 გ
- ვანილი
- კვერცხი - 5 ცალი
- ფქვილი - 200 გ
- მარილი
- მოხალული მიწის თხილი შოკოლადის განაში - 1 ჭიქა, (300 გ შავი შოკოლადი და 200 გ ნაღები)
მომზადების წესი
გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე. შავი შოკოლადი და კარაქი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე, დავუმატოთ კაკაო და შაქარი. ცალკე ჯამში გავთქვიფოთ კვერცხები და ვანილი, ბოლოს დავუმატოთ ფქვილი, მარილი, დამტვრეული მიწის თხილი და შოკოლადის მასა. შემდეგ კარგად ავურიოთ. საცხობ ფორმას მოვუსვათ ცოტა კარაქი, ჩავასხათ ბრაუნის მასა და გამოვაცხოთ 25-30 წთგანაში _ მდუღარე ნაღები დავასხათ შავ შოკოლადს, გავხსნათ ბოლომდე და გავაჩეროთ მაცივარში მინიმუმ 4 სთ შემდეგ ავთქვიფოთ და გადავუსვათ ცივ ნამცხვარს.
პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ ვებ-გვერდზე შემოსული ხართ როგორც სტუმარი.
გირჩევთ რეგისტრაციას ან სისტემაში შესვლას