რეკლამა
რეცეპტები » კულინარია » უგემრიელესი პასკები თამრიკო კიკაბიძის რეცეპტით

უგემრიელესი პასკები თამრიკო კიკაბიძის რეცეპტით

0
უგემრიელესი პასკები თამრიკო კიკაბიძის რეცეპტით

ინგრედიენტები

  • შავი ქიშმიში - 300.00 გრ
  • ზეთი - 1.00 ჭიქა
  • მარგარინი - 250.00 გრ
  • კარაქი - 250.00 გრ
  • რძე - 1.00 ლიტრა
  • მშრალი საფუარი - 4 სკ
  • ფქვილი - 3.00 კგ
  • შაქარი - 1.20 კგ
  • კვერცხი - 10.00 ცალი


მომზადების წესი

ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით საფუარი 4 სუფრის კოვზი,1 ჩაის კოვზი შაქარი დაუმატეთ რომ კარგად აფუვდეს

მეორე ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით ცხიმი, მარგარინი, კარაქი, ნახევარი ჭიქა ზეთი.

ცალკე 10 კვერცხის ცილა კარგად ამოიყვანეთ (ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილა უფრო კარგად ამოდის), დაუმატეთ 10 სუფრის კოვზი შაქარი, მწიკვი მარილი და კარგად აურიეთ.

ცალკე 10 კვერცხის გულისგან და დარჩენილი შაქრისგან გააკეთეთ გოგლი-მოგლი, კარგად ათქვიფეთ, გათეთრებამდე.

გოგლიმოგლს დაუმატეთ გამზადებული ბეზე და კარგად აურიეთ.

ცალკე დიდ თასზე დაყარეთ 3 კგ ფქვილი, დაასხით საფუარიან და ცხიმიან ზეთს, კარგად აურიეთ და შეაზილეთ კვერცხიანი მასა, კარგად აურიეთ, დაუმატეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთი და კარგად მოზილეთ ცომი.

ცომს ამოსასვლელად ჭირდება 6 საათი.

ღამით მოზილეთ, შეფუთეთ თბილად და დილით უკვე მზად არის, ღამე ჩაზელვა არ სჭირდება.

დილით ამოსული ცომი ჩაზილეთ კარგად, დაუმატეთ ქიშმიში, თქვენი სურვილის მიხედვით, თუ გნებავთ ცუკატები, 1 ცალი ლიმონის ცედრა, ვანილი, ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი, ილი, მწიკვი დარიჩინი და მიხაკი. ვისაც არ გიყვართ დარიჩინის გემო, არ დაუმატოთ.

აიღეთ ფორმები, ჩააფინეთ ქაღალდი, წაუსვით ცხიმი.

ცომი ფორმაში ჩადეთ ნახევრამდე. ცხობისას 2-ჯერ იზრდება.

ფორმაში გააჩერეთ ცომი, ამოსვლამდე .შემდეგ შედგით გახურებულ ღუმელში, 150 გრადუსზე.

30-35 წუთში გამოაღეთ ღუმელი და ხის ჩხირით გასინჯეთ. როცა გამოცხვება, შეგრილდეს და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.

თქვენი სურვილით შეგიძლიათ მორთოთ, ამ შემთხვევაში მოსხმულია მინანქარი.

მთავარია, ცომის მოზელის დროს იყოთ კარგ განწყობაზე და მთელი სიყვარულით მოზილოთ ცომი, უნდა მოეფეროთ. წარმატებას გისურვებთ!

ავტორი: lika | 18-04-2025, 15:53
ნახვები: 54
  პრობლემაა? შეატყობინე ადმინს!  
პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ ვებ-გვერდზე შემოსული ხართ როგორც სტუმარი. გირჩევთ რეგისტრაციას ან სისტემაში შესვლას
კომენტარის დამატება
თქვენი სახელი: *
თქვენი e-mail: *
კოდი: კოდის განახლება
შეიყვანეთ კოდი: