რეკლამა
რეცეპტები » კულინარია » გაურკვეველი წარმომავლობისაა და მაღალი რისკის შემცველია…“ — სურსათის უვნებლობის სპეციალისტი წინასააღდგომოდ მოსახლეობას აფრთხილებს!

გაურკვეველი წარმომავლობისაა და მაღალი რისკის შემცველია…“ — სურსათის უვნებლობის სპეციალისტი წინასააღდგომოდ მოსახლეობას აფრთხილებს!

0
გაურკვეველი წარმომავლობისაა და მაღალი რისკის შემცველია…“ — სურსათის უვნებლობის სპეციალისტი წინასააღდგომოდ მოსახლეობას აფრთხილებს!

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, კვერცხის შესაღებად რეკომენდაციას ნატურალური ენდროს ფესვების გამოყენებას უწევს და მოსახლეობას ურჩევს, ამისთვის უშუალოდ ბუნებრივი მცენარე გამოიყენონ.

ამასთანავე, არაბული ამბობს, რომ ბაზარზე ბევრი საღებავია შემოსული, რისი უსაფრთხოებაც გაურკვეველია:

„იმდენად ბევრი საღებავია ბაზარზე შემოსული, რითაც ენდროს შეღებვა შეგვიძლია, თუმცა მათ წარმომავლობასა და უსაფრთხოებაზე არაფერი არაა ცნობილი. ვენდობით მხოლოდ მის მწარმოებელს.

ჩემი რეკომენდაციაა — გამოიყენეთ ენდროს უშუალოდ ფესვები; ბუნებრივი მცენარეა და ეს გამოვიყენოთ შესაღებად.

სხვადასხვა ფერის გამოყენების შემთხვევაში რთულია ვთქვათ, რას შეიცავს და რამდენად არის განკუთვნილი საკვები პროდუქტის შესაღებად.

უფრო მეტად საშიშია ის, რაც ბაზარში წონით იყიდება გაურკვეველი წარმომავლობისაა და მაღალი რისკის შემცველია. ბაზარში ვერავინ მოგცემთ საბუთს, რა წარმომავლობის საღებავს ყიდის”. — აღნიშნა ირაკლი არაბულმა.

ავტორი: admin | 12-04-2025, 17:40
ნახვები: 3 369
  პრობლემაა? შეატყობინე ადმინს!  
პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ ვებ-გვერდზე შემოსული ხართ როგორც სტუმარი. გირჩევთ რეგისტრაციას ან სისტემაში შესვლას
კომენტარის დამატება
თქვენი სახელი: *
თქვენი e-mail: *
კოდი: კოდის განახლება
შეიყვანეთ კოდი: