ხილ ბოსტნეულის შენახვა მაცივარში

ხილ ბოსტნეულის შენახვა მაცივარში

2016112609401373439.jpg

მაცივარში კიტრი დიდი ხნის მანძილზე რომ შეინახოს, საყინულედან მოშორებით უნდა მოათავსოთ. რაც შეეხება პომიდორს, მას სიცივე საერთოდ არ უხდება და უმჯობესია საერთოდ არ შეინახოთ მაცივარში: სამზარეულოში დაალაგეთ, ერთ ფენად, ყუნწებით ქვევით. 

ხილი უშუალოდ გამოყენების წინ გარეცხეთ. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ შენახული გარეცხილი ხილი უფრო მალე ფუჭდება, ვიდრე გასარეცხი.

დიასახლისების უმრავლესობა ხილს და ბოსტნეულს მაცივარში ინახავს. თუმცა, ყველას ადგილი იქ არ არის. მაგ., ტროპიკული და სუბტროპიკული კულტურების ნაყოფი (ბანანი, ნესვი,ლიმონი...)

+ 8 – +13 გრადუსზე უკეთესად ინახება, ვიდრე მაცივარში.

თუ მაცივრიდან რომელიმე პროდუქტს გადააგდებთ, იმის გამო, რომ ობი აქვს მოკიდებული, არ დაგავიწყდეთ მაცივრის კარგად გაწმენდა, რადგან ობი, შეიძლება, სხვა პროდუქტებზეც გადავიდეს.

სიახლეები

დარეგისტრირდით, რომ მიიღოთ ელ.ფოსტის განახლებები ახალ რეცეპტებზე.