წესები და პირობები

წესები და პირობები

1. ზოგადი წესები და მოქმედების სფერო

სარგებლობის წესები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას სერვისების მომხმარებელს (შემდგომში — თქვენ ან მომხმარებელი) და სერვისების მომწოდებელს (შემდგომში — ჩვენ ან სერვისის მომწოდებელი) შორის.

თქვენ მიერ სერვისებით სარგებლობის ფაქტი, ყოველ მიზეზ გარეშე, ავტომატურად მოგაქცევთ სარგებლობის წესების მოქმედების სფეროში და გულისხმობს იმას, რომ თქვენთვის ცნობილია სარგებლობის წესებით განსაზღვრული წესები და პირობები და სრულად ეთანხმებით მათ.

სარგებლობის წესების მოქმედება თანაბრად ვრცელდება სერვისის მომხმარებელზე, იმის მიუხედავად, თუ რომელი ტექნიკური საშუალების გამოყენებით ხდება სერვისებზე წვდომის მოპოვება, იქნება ეს ვები (WWW), მობილური ტელეფონი, RSS არხი, მესამე პირების მიერ შექმნილი საკომუნიკაციო პლატფორმები თუ სხვა ნებისმიერი საშუალება.

2. რეგისტრაცია

სერვისებით სარგებლობის დროს, თქვენი სურვილით ან ჩვენი მოთხოვნით, შესაძლებელია Kerdzebi.ge-ს ერთიანი ანგარიშის რეგისტრაცია.

თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი ანგარიშის პაროლის, ანგარიშთან დაკავშირებული იდენტიფიკატორების და ანგარიშით განხორციელებული ყველა აქტივობის კონფიდენციალურობის დაცვაზე.

Kerdzebi.ge-ზე რეგისტრაციის დროს ან სერვისებზე წვდომის ყოველი მოპოვებისას, თქვენ, შესაძლებელია, გაგვიზიაროთ გარკვეული ტიპის ინფორმაცია თქვენ შესახებ. ასეთი ინფორმაციის გამოყენება, ჩვენ მიერ, მოხდება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული წესების დაცვით.

Kerdzebi.ge-ს ანგარიშის რეგისტრაციით თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ სარეგისტრაციო ფორმით გაგზავნილი ინფორმაცია არის უტყუარი, ზუსტი, უახლესი და სრული და თქვენ იზრუნებთ ამ ინფორმაციის დროდადრო განახლებაზე მათი უტყუარობის, სიზუსტის, სიახლის და სისრულის უზრუნველსაყოფად.

დამატებით, თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ თქვენ მიერ სერვისებით სარგებლობით ან ასეთი სარგებლობის შედეგად არ დაირღვევა შიდაეროვნული კანონმდებლობის ან/და საერთაშორისო სამართლის ნორმები.

3. წვდომის შეზღუდვა

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავაუქმოთ თქვენი Kerdzebi.ge-ს ანგარიში ან სხვაგვარად შევზღუდოთ თქვენი წვდომა სერვისებზე, სრულად ან ნაწილობრივ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ სრულად და ჯეროვნად არ შესრულდება წინამდებარე სარგებლობის წესებით დადგენილი პირობები და დებულებები ან თუ თქვენ მიერ განხორციელდება ისეთი ქმედება, რომელსაც ჩვენ, ჩვენი აბსოლუტური დისკრეციის გამოყენებით, მივიჩნევთ მოქმედი კანონმდებლობის ან რეგულაციის დარღვევად ან ჩვენი, სერვისის სხვა მომხმარებლების ან სხვა ნებისმიერი მესამე პირის ინტერესების საზიანოდ.

სიახლეები

დარეგისტრირდით, რომ მიიღოთ ელ.ფოსტის განახლებები ახალ რეცეპტებზე.